ივანიშვილის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთს შეიძლება, უკავშირდებოდეს, შესაძლოა, მძიმე გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო - ქემოკლიძე
ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ილუზია გეოპოლიტიკური არჩევანის დათმობის სანაცვლოდ - პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი, კახა ქემოკლიძე "ქართული ოცნების" სავარაუდო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდებოდეს.
ქემოკლიძის თქმით, ამ კონტექსტში შესაძლოა, მძიმე გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო. გახარიას გუნდის წევრი ვარაუდობს, რომ შეიქმნება ილუზია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა, სანაცვლოდ კი საქართველოს რუსეთი გეოპოლიტიკური არჩევანის დათმობას მოსთხოვს.
შესაძლებელია, ჩვენ ვიხილოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები "ქართული ოცნების" მხრიდან, რომლის აღსრულებაც შეუძლებელი იქნება ივანიშვილის დისტანციურად მმართველობის მექანიზმის ამოქმედებით. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება, პირდაპირ უკავშირდებოდეს ოკუპირებულ აფხაზეთს, რადგან მათ ეს კარტი აქვთ გასათამაშებელი და ამ კონტექსტში მძიმე გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება გახდეს საჭირო. სახელმწიფოსთვის მძიმე და ამ დროს შენ გჭირდება ცენტრალური ფიგურა, რომლის სიტყვაც იქნება მყარი გარანტი ყველასთვის, მყარი დასამორჩილებელი ფაქტორი ყველასთვის. აღიარება ჩათვალეთ, რომ პოლიტიკური ხარაკირი იქნება, მე ვფიქრობ, რომ უფრო ის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ბელორუსიზაციას უკავშირდება. მაგალითად, ბელორუს აქვს რუსეთის ფედერაციასთან საერთო სახელმწიფოს ასევ ვთქვათ ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება სამხრეთ კავკასიაშიც გათამაშდეს როგორც გეოპოლიტიკური კარტი, ოღონდ შეიფუთოს ისე, რომ თითქოს, ჩვენ გაძლევთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზეგავლენის ბერკეტებს, ვქმნით ილუზიას, რომ თქვენ გიბრუნდებათ ოკუპირებული ტერიტორიები, ოღონდ საპირწონედ უნდა მიიღოთ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანის დათმობას რაღაც ფორმით", - აღნიშნა ქემოკლიძემ.