ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ სამჯერ მიაფურთხონ ეშმაკს, ანუ ივანიშვილს - ნათელაშვილი
"ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ სამჯერ მიაფურთხონ ეშმაკს, ანუ ივანიშვილს", - ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობის მიზნით ქვეყანას უღალატა და ქართველი ერი რუსეთს მიჰყიდა.
ის არსად არ გასულა, ყველა ბოროტების სათავეა. ამის მოგონილია კორუფცია, სახელმწიფო შესყიდვა, პუტინის თანაშემწეობა, ერის გაყიდვა, გასხვისება ჩვენი მომავლის, ეკონომიკის მითვისება, პრივატიზაცია, ხალხის გადაქცევა მომსახურე ობიექტად ან სტატისტიკურ მოვლენად. წარმოუდგენელ დამნაშავესთან გვაქვს საქმე, რომელიც არასდროს არ დაიხევს უკანა რანაირი ბოროტებისგან. ეკლესიაში რომ გვეუბნებიან, მიტრიალდით და სამჯერ მიაფურთხეთ ეშმაკს, ყველა ქართველის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ სამჯერ მიაფურთხონ ეშმაკს და ეშმაკი არის აი ეს, რომელიც ვითომ კიდევ დაბრუნდა პოლიტიკაში", - აღნიშნა ნათელაშვილმა.