იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ - კულება
იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბძოლებთ - ასე უპასუხა დიმიტო კულებამ ამერიკელი ჟურნალისტის კითხვას, რა გეგმა აქვს კიევს იმ შემთვევაში თუ კონგრესი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტს არ დაამტკიცებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების ჭირვეულობა შეცდომა, რადგან შტატები კიევს მეტ დახამრებას გადასცემს, ასე თავიდან აიცილებენ ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაღრმავებას.
"თუ დასავლეთი ვერ შეძლებს რუსეთის შეჩერებას უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში? იარაღი რომც დაგვმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის აქ სასწორზე ამ ერის არსებობა დევს".- ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ABC NEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.