სახდეპის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს იწყებს - ვის შეხვდება რიჩარდ ნეფი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს იწყებს. მოლაპარაკებების მთავარი თემა კორუფციული გარიგებები და კორუფციასთან ბრძოლა იქნება. რიჩარდ ნეფი პირველ შეხვედრას სწორედ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებასთან გამართავს. ახლა ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწევს მთავარ სტრატეგიულ პარნტიორს აუხსნას, რას აკეთებს კორუფციასთან საბრძოლველად, თუმცა მოსაყოლი მთავრობას ბევრი არაფერი აქვს, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნით ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ღარიბაშვილმა შექმნა, კორუფციას რეალურად ვერ ებრძვის და არაეფექტური უწყებაა.
შეხვედრები არ იქნება მხოლოდ ანტიკორუფციულთან. "პირველებმა" დაადგინა, რომ ნეფი შეხვდება საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელებსაც. დიდი ალბათობით, სახდეპის მაღალჩინოსანს შეხვედრები ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროში და სუს-ში.
გარდა ამისა შეხვედრები იქნება არასამთავრობო ორგანიზაცებთანაც. NGO-ებს ნეფი ხვალ შეხვდება. არასამთავრობოები, მათ შორის" საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ამერიკის მაღალჩინოსანს წარუდგენს კონკრეტულ ქეისებს, მათ შორის ინფორმაციას საქართველოსო პრემიერზე, თუ რა კორუფციულ სქემებშია ჩართული ირაკლი ღარიბაშვილი.
"ლელოს" გენმდივანს, ირაკლი კურპაძეს იმედი აქვს, რომ რიჩარდ ნეფი გულდასმით შეისწავლის საქართველოში ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობას.
იმედი მაქვს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი პირი, რომელიც აშშ-დანა რის ვიზიტით არის საქართველოში, შეისწავლის ანტიკორუფციული სააგენტოს მუშაობას, რომელსაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში არცერთი კორუფციული საქმე არ შეუსწავლია. რომეოიც დაინიშნა უკონკურენტოდ. დანიშნა პრემიერმა, რომელიც ბრალდებული იყო საკუთარი პარტიის და პარტიის დამფუძნებლის, ივანიშვილის მხრიდან კორუფციაში და კორუფციის ბრალდების გამო, ის ერთხელ უკვე პრემიერობიდნა გაუშვეს. ამ მოცემულობაში, ფაქტია, რომ ეს ქვეყანა ჩაძირულია კორუფციაში", - ამბობს კუპრაძე.