როდის დადგება მეოთხე, "ძალიან კარგი" წელიწადი - "ლელოს" კითხვა ივანიშვილს
როდის დადგება მეოთხე, "ძალიან კარგი" წელიწადი - ამ კითხვით მიმართავს "ლელო" ბიძინა ივანიშვილს.
პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე "ოცნების" დამფუძნებლის 12 წლის წინანდელ დაპირებას იხსენებს და დაპირებიდან 12 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ეკითხება, რატომ არის საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყანა.
12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა - “ეკონომიკის ზრდის ტემპით, პირველი წელი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”
ახლა 12 წლის შემდეგ ჩვენ ვეკითხებით მას - როდის დადგება მეოთხე "ძალიან კარგი” წელიწადი⁉️
რატომ არის მისი დაპირებიდან 12 წლის შემდეგ საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყანა", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.