უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - "ლელო" საგანგაშო სტატისტიკას ასაჯაროებს
უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების ნახევარი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - საგანგაშო სტატისტიკას "ლელო - საქართველოსთვის" ასაჯაროებს. საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, რუსეთის სამსახურშია.
ოპოზიციის წევრმა ყურადღება "ლელოს" მიერ შემუშავებულ "საქართველოს დაცვის აქტზეც" გაამახვილა და თქვა, რომ აღნიშნული ინიციატივა რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ნებისმიერი ტიპის მჭიდრო ურთიერთობა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის კიდევ ერთ განზომილებას. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე. მთელი 2023 წლის განმავლობაში, ისევე როგორც უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ 2022 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 1 იანვრამდე ჩვენ ვნახეთ საგანგაშო მონაცემები, სადაც 5 ათასზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი მოდის სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე, რაც ადასტურებს იმ უმწვავეს მოცემულობას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დატაცება რუსეთის მიერ. ეს არის ის გარემო, რომელიც რუსეთის სამსახურში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" შექმნა აქ რუსეთის მოქალაქეებისთვის და ამავდროულად, ეს არის სრულიად ხელოვნური მოცემულობა, რომელიც თბილისში კვებავს ამ აღვირახსნილ და ველურ სამშენებლო სექტორს, სადაც მხოლოდ თბილიში 5 ათასი გაყიდული ბინიდან თითქმის ნახევარი მოდის რუსეთის მოქალაქეებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მთავრობა ხელს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს, რომ აქ მოიკიდონ ფეხი იმისთვის, რომ საქართველო და თბილისი გახდეს მათი გართობის და დასვენების და თავშესაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი.
ეს მოთხოვნა ჩვენ შეტანილი გვაქვს საქართველოს დაცვის აქტში, რომელიც ინიცირებულია საქართელოს პარლამენტში. საქართელოს დაცვის აქტის მიხედვით "ლელო" მოითხოვს, რომ 9 მიმართულებით დაწესდეს კონკრეტული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს არის სავიზო რეგულაციები, ეს არის უძრავი ქონების რუსებზე მიყიდვის შეზღუდვა, ეს არის რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვა, ეს არის ამავდროულად, რუსულსანომრე ნიშნიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა, ეს არის საქართველოში რუსული სადეზინფორმაციო საშუალებების შეზღუდვა და მათი ძირგამომთხრელი ფონდების საქმიანობის შეზღუდვა საქართველოში.
რუსეთის არის ქვეყნის მტერი, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მჭიდრო ტიპის ურთიერთობა წარმოადგენს საფრთხეს, მათ შორის ეკონომიკურადაც წარმოადგენს საფრთხეს, ვინაიდან თუ ადრე საქართველოს მოქალაქეები აქირვაბედნენ ამ ბინებს რუსებზე და შემოსავალს ღებულობდნენ, დღეს რუსები აქ ყიდულობენ ბინებს ისე, რომ დაქირავებასაც კი აღარ საჭიროებენ, რასაც ადასტურებს ის საგანგაში სტატისტიკა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, - განაცხადა საბა ბუაძემ.