ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა საქართველოსა და დასავლეთს შორის უფრო დიდ ნაპრალს გააჩენს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

16.01.24 13:25
ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა საქართველოსა და დასავლეთს შორის უფრო დიდ ნაპრალს გააჩენს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ივანიშვილის რეჟიმი უფრო კომფორტულად თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან გრძნობს, სადაც დემოკრატია მმართველობის ფორმა არ არის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საუბრობს.

ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის შემდეგ ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა საქართველოსა და დასავლეთს შორის კიდევ უფრო დიდ ნაპრალს გააჩენს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას. 

ის, რომ ანტიდასავლურია ივანიშვილის რეჟიმი, ეს განპირობებულია მისი ბუნებიდან გამომდინარე, ის თავისი არსით ავტორიტარულია და ბუნებრივია, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს რუსეთთან და იმ ქვეყნებთან, სადაც დემოკრატია არ არის მმართველობის ფორმა. „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა 2024 წლის შემდგომ, ნიშნავს კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას საქართველოსა და დასავლეთს შორის  და, რა თქმა უნდა, ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირსა და ნატო-ში, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები