ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე - ურუშაძე

16.01.24 13:52
ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე - ურუშაძე

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე.“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ წერეთლის გამზირის ჩაშლილ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ურუშაძის თქმით, თითქმის ყველა პროექტთან დაკავშირებით უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ან ვადებში გადაცდენებია და გაურკვეველია წერეთლის რეაბილიტაციის პროექტიც, რომელიც არავინ იცის როდის შეიძლება დასრულდეს.

„ეს ყველაფერი განპირობებულია იმ კორუფციული ინტერესით, რომელი კორუფციული ინტერესებითაც მოძრაობს დღეს თბილისის მერია. ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა პრობლემის გარეშე. თითქმის ყველა პროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ან ვადებში გადაცდენები და გვახსოვს გოცირიძის მეტროს ქეისი, დღეს ვხედავთ ბაგების ხიდის მშენებლობის მდგომარეობას თუ რა ვადების ჩამორჩენას აქვს ადგილი და ვხედავთ წერეთლის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც უკვე გაურკვეველია როდის შეიძლება დასრულდეს.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ
 

მსგავსი სიახლეები