"ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკი" - მამუკა ყურაშვილი ვეტერანებისთვის პენსიების გაზრდაზე

16.01.24 13:58
"ხელისუფლების წინასაარჩევნო ტრიუკი" - მამუკა ყურაშვილი ვეტერანებისთვის პენსიების გაზრდაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანი მამუკა ყურაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ომის ვეტერანებს პენსიას წინასაარჩევნოდ გაუზრდის. ექსპერტის თქმით, ივანიშვილის მთავრობა იმ ადამიანების გაჭირვებით სარგებლობენ, რომლებსაც ქვეყნისთვის სისხლი აქვთ დაღვრილი. 

შულერების პარტია მართავს დღეს ხელისუფლებას. ვხედავთ, რომ თაღლითობით არიან დაკავებულები და მე ვფიქრობ, რომ ჩანაფიქრი აქვთ მიწიონ არჩევნებისკენ, რათა ასეთი ტრიუკით დახვდნენ ჩვენ დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებსაც სისხლი აქვთ ამ ქვეყნისთვის დაღვრილი, რომლებსაც არაერთხელ ჩაუხედავთ სიკვდილისთვის თვალებში და ცდილობენ, რომ ამ ადამიანების გაჭირვებით ისარგებლონ,  - განაცხადა მამუკა ყურაშვილმა. 

დიდი სტაჟის და დამსახურების მქონე ადამიანები ღარიბაშვილის დაპირების შესრულებას ელოდებიან. პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ თვეების წინ ამბობდა, რომ 2024 წლიდან ომის ვეტერანების პენსია 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდებოდა. ყველას გაუჩნდა მოლოდინი, რომ დაპირება რეალობად იანვრიდან იქცეოდა, თუმცა ყოფილმა პოლკოვნიკებმა, ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ისევ ძველი პენსია აიღეს. 

მსგავსი სიახლეები