პაპუაშვილის შემდეგ მიქანაძე - სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი "ოცნებამ" ოპოზიციაზე შეტევისთვის გამოიყენა

16.01.24 14:14
პაპუაშვილის შემდეგ მიქანაძე - სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი "ოცნებამ" ოპოზიციაზე შეტევისთვის გამოიყენა

შალვა პაპუაშვილის შემდეგ, ოპოზიციასა და მესამე სექტორზე შეტევა "ოცნებამაც" გააგრძელა. გივი მიქანაძის თქმით, სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ  გაკეთებული განცხადებები და შობის შემდეგ დაწყებული კამპანია აბსოლუტურად მიუღებელი, დასაგმობი და წარმოუდგენელი ბრალდებაა და მიზნად საზოგადოების ორად გახლეჩვას ემსახურება.

ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ოპოზიციის მხრიდან, მართლაც შემაშფოთებელია. როდესაც ასეთ ადამიანს და ეკლესიას, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის აღდგენაზე არა მარტო განცხადებებს აკეთებდა, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა, მათთვის დაბრალება, რომ ისინი პრორუსულები არიან, აბსოლუტურად მიუღებელი, დასაგმობი და აბსოლუტურად წარმოუდგენელი ბრალდებაა. კამპანია, რომელიც შობიდან მოყოლებული მიზანმიმართულად მიმდინარეობს, ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას და რადიკალიზაციის პროცესების ხელშეწყობას. ვინ დგას ამ პროცესების უკან, ცალსახად თვალნათელია. რა მიზნებს ემსახურება, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ჩვენ ყველა კანონზომიერ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად აღვკვეთოთ ეს ღონისძიებები", - ამბობს გივი მიქანაძე. 

სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც  კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები