თუ ვინმეს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებები მიუძღვის, ეს სწორედ "ოცნებაა" - ფავლენიშვილი

16.01.24 14:28
თუ ვინმეს ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებები მიუძღვის, ეს სწორედ "ოცნებაა" - ფავლენიშვილი

„თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, ეს არის „ოცნება“, - ასე პასუხობს ენმ-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს. საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ სტალინის გამოსახულებიანი ხატის თემის წამოწევით ოპონენტებმა ეკლესიაზე მიზანმმიმართული შეტევა მიიტანეს.

ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება შუღლის გასაღვივებლად ყველა თემას იყენებს.

ზოგადად, ყველა თემას იყენებს არაადეკვატურად „ოცნება“ შუღლის გასაღვივებლად, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ არანაირი შემხებლობა ოპოზიციას არ ჰქონია ამ კონკრეტულ თემასთან, თუმცა, ზოგადად, თუ ვინმეს აქვს შემხებლობა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულებთან, მათ შორის ბოლო წლების მანძილზე, ეს არის „ოცნება“ და „ოცნების“ პირობებში მართლა განსაკუთრებულად ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ და საუკუნის დანაშაულები, მაგალითად, რაც მოხდა გელათში და ჯვრის მონასტერში. ასე რომ ვთქვათ, რუსი იმპერიალისტების შემდგომ, ასეთი რამ ქართული ეკლესიის და კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ არ  ჩაუდენია არცერთ პოლიტიკურ ძალას,-  განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები