თვითონ შეიტანეს სტალინის გამოსახულებიანი ხატი ტაძარში და ჩვენ გვეძახეს მაუზერიანი კომუნისტები - მანჯგალაძე
თვითონ შეიტანეს სტალინის გამოსახულებიანი ხატი ტაძარში და ჩვენ გვეძახეს მაუზერიანი კომუნისტები - ასე პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს.
მანჯგალაძე მოხარულია, რომ შალვა პაპუაშვილი რელიგიურმა თემატიკამ გაიტაცა.
ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რელიგიურმა თემატიკამ გაიტაცა. ამისწინ თქვეს, რომ თვითონ შეიტანეს სტალინის გამოსახულებიანი ხატი ტაძარში, მერე ჩვენ გვეძახეს მაუზერიანი კომუნისტები და ეს რანაირად ხდება, რომ სტალინს ადიდებ შენ და მერე ბოლშევიკს მე მეძახი. რანაირად ახერხებენ ამას. თქვენ გგონიათ, ვინც ეს ხატი დააწერინა, ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი სტალინს დიოკლეტიანდეთ თვლიან და ამიტომ შესწირა ეკლესიას ხატი? ჰკითხეთ ირმა ინაშვილს, სტალინს დიოკლეტიანედ თვლიდა თუ არა, როდესაც ამ ხატს აწერინებდა ხატმწერს", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.