რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული, განაჩენი არჩენების შემდეგ დადგება - კობახიძე
შალვა პაპუაშილის გაშავების კამპანია ირაკლი კობახიძემ გააგრძელა. "ქართული ოცნების" თავმჯომარემ ჩინეთიდან აღიარა, რომ სახელისუფლებო პარტიის მიზანი ოპპოზიციაზე შურისძიება და საარჩევნოდ მათი დასუსტებაა.
სტალინის გამოსახულებულიანი ხატის ირგვლივ შექმნილ აზრთა სხვადასხვაბას "ოცნება" სათავისოდ იყენებს, ამტკიცებენ რომ ეს არის შეტევა ეკლესიაზე და პასუხს ოპოზიციას არჩევნებზე გასცემენ.
ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" საქმიანობა არის მიმართული პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ და ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდებდა რა თქმა უნდა, მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.