სტალინთან ბრძოლა თუ ეკლესიასთან ბრძოლაა პაპუაშვილისთვის, მძიმედ ყოფილა მისი საქმე - ნაცვლიშვილი

16.01.24 15:55
სტალინთან ბრძოლა თუ ეკლესიასთან ბრძოლაა პაპუაშვილისთვის, მძიმედ ყოფილა მისი საქმე - ნაცვლიშვილი

სტალინთან ბრძოლა თუ ეკლესიასთან ბრძოლაა პაპუაშვილისთვის, მძიმედ ყოფილა მისი საქმე - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ნაცვლიშვილს აინტერესებს პარლამენტის თავმჯდომარისგან, სტალინის ფაქტორი ისტორიაში დადებითი იყო თუ უარყოფით.

სტალინთან ბრძოლა თუ ეკლესიასთან ბრძოლაა შალვა პაპუაშვილისთვის, მძიმედ ყოფილა მისი საქმე. ვერ ჩაიკეტება ეს საკითხი იმ ჩარჩოშ, რომელშიც "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ჩაკეტოს. ანუ, კითხვა არის, რას ფიქრობს შალვა პაპუაშვილი სტალინის როლზე საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში და საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, რა ფაქტორი იყო სტალინი - დედაბითი თუ უარყოფითი?"- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც  კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა. 

მსგავსი სიახლეები