ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან - ზელენსკი
"ჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან", - ამ სიტყვებით მიმართა ზელენსკიმ დავოსში ბიზნესმენებს და აღნიშნა, რომ უკრაინამ აღადგინა საექსპორტო შესაძლებლობები რუსეთისგან დამოუკიდებელი „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებით.
ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რუსული ფლოტის გაყვანა შავი ზღვიდან. დავიწყეთ არა მარტო მარცვლეულის, არამედ სხვა საქონლის ტრანსპორტირებაც, - თქვა ზელენსკიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი ბრძოლის გაძლიერება. უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის განმავლობაში და მის შემდეგ”, - განუცხადა მან ბიზნეს ლიდერებს.