წილოსანი: საქართველოს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით

16.01.24 16:39
წილოსანი: საქართველოს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით

"ჩინეთთან თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს უდიდესი ქვეყნები სხვადასხვა ურთიერთობებს და კავშირებს ამყარებენ მსოფლიოში ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ჩინეთთან", - ამ განცხადებას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი აკეთებს.

ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც შუა დერეფანს ჩინეთთან თანამშრომლობით დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.

ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები და საუბრები, როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს როგორც შუა დერეფანს და საქართველოს როგორც „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მონაწილე ქვეყანას, დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა შეუძლია ჩინეთთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვის”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები