კორუფცია და კრიმინალი "ოცნების" სამარკო ნიშანი გახდა - ნაცვლიშვილი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე
კორუფცია და კრიმინალი "ოცნების" სამარკო ნიშანი გახდა - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე კონტრატქორი კომპანიის შეცვლას.
ნაცვლიშვილის თქმით, ანალოგიური პრობლემები ტენდერებთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონშია და ეს არა მხოლოდ გზებს , არამედ სხვა სფეროებსაც უკავშირდება.
კორუფცია და კრიმინალი გახდა "ქართული ოცნების" სამარკო ნიშანი და ის, რაც ხდება წერეთლის გამზირთან მიმართებაში, ის რაც ხდება ათობით საჯარო სკოლასთან მიმართებაში, თბილისსა თუ საქართველოს რეგიონებში, როდესაც ხელისუფლება არჩევს კომპანიებს, რომლებიც თავიდანვე ნათელია, რომ ვერ შეძლებენ შეასრულონ ხარისხიანად და დროულად ჩაბარებული სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლება მაინც მათ არჩევთ და აქ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის კორუფციული ინტერესები", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულება დღეს დილიდან ერთი-მეორის მიყოლებით გაწყვიტა, თუმცა წერეთლის გამზირზე, დილიდან სამშენებებლო ტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე მუშების გაორმაგებული რაოდენობა გაიყვანეს.
როდესაც "პირველებმა" დასვა კითხვა, ვისი დავალებით ასრულებთ სამუშაოს, მუშებმა გვიპასუხეს, რომ ისინი კომპანია "პარმაში" არიან დასაქმებულები. დოკუმენტების მიხედვით, "პარმას" ხელმძღვანელი დავით თოფურიაა. დიდი ალბათობით, სწორედ მის კომპანიას მისცემენ 15 დღიან ვადას იმისთვის, რომ ერთწლიანი სატრანსპორტო კოლაფსი დაასრულონ. უკვე ლამის წელია, პიკის საათში გზის ამ მონაკვეთზე გავლა შეუსრულებელ მისიად არის ქცეული. ხალხი დამხარებას ითხოვს.