"გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა" - რას ამბობს კობახიძე გვარამიას შანსებზე
"გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, რაც მეტი 1 და 2-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ნაცმოძრაობის წიაღში, მით უკეთესი", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.
კობახიძე გვარამიას პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას ამბობს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ამომრჩევლის მაღალ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი 1 და 2-პროცენტიანი პარტია შეიქმნება ნაცმოძრაობის წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის,“ - ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე და მისი თანაგუნდელები კვლავ იმეორებენ, რომ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. "ქართული ოცნების" დეპუტატები დღეს ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ შეძლებს.