ახალი კონტრაქტორის გამოყოფა, დამატებითი ფულის კეთების საშუალებაა "ოცნებისთვის" - ბეჟაშვილი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე

16.01.24 17:25
ახალი კონტრაქტორის გამოყოფა, დამატებითი ფულის კეთების საშუალებაა "ოცნებისთვის" - ბეჟაშვილი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე

"ენმ-ს" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ახალი კონტრაქტორის გამოყოფა, დამატებითი ფულის კეთების საშუალებაა "ოცნებისთვის".

როდესაც ერთი თვე იყო დარჩენილი პროექტის ჩაბარებამდე, მაშინ ხდება ხელშეკრულების ჩაბარება. ეს ნიშნავს, რომ საკრებულოს მოუწევს დამატებით მილიონების გამოყოფა ახალი კონტაქტორი კომპანიისათვის. ამ თანხებში ასევე მერიის მაღალჩინოსნების წილი იქნება განსაზღვრული და ეს დამატებითი ფულის კეთების საშუალება არის "ქართული ოცნებისთვის", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულება დღეს დილიდან ერთი-მეორის მიყოლებით გაწყვიტა, თუმცა წერეთლის გამზირზე, დილიდან სამშენებებლო ტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე მუშების გაორმაგებული რაოდენობა გაიყვანეს.

როდესაც "პირველებმა" დასვა კითხვა, ვისი დავალებით ასრულებთ სამუშაოს, მუშებმა გვიპასუხეს, რომ ისინი კომპანია "პარმაში" არიან დასაქმებულები. დოკუმენტების მიხედვით, "პარმას" ხელმძღვანელი დავით თოფურიაა. დიდი ალბათობით, სწორედ მის კომპანიას მისცემენ 15 დღიან ვადას იმისთვის, რომ ერთწლიანი სატრანსპორტო კოლაფსი დაასრულონ. უკვე ლამის წელია, პიკის საათში გზის ამ მონაკვეთზე გავლა შეუსრულებელ მისიად არის ქცეული. ხალხი დამხარებას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები