ოპოზიციაში ქაოსია, შეთანხმებას ვერც მიაღწევენ - ჩიქოვანი

16.01.24 17:06
ოპოზიციაში ქაოსია, შეთანხმებას ვერც მიაღწევენ - ჩიქოვანი

"ოპოზიციაში შეთანხმებას ვერც მიაღწევენ" - "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ოპოზიციური პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას გამორიცხავს.

ირაკლი კობახიძის შემდეგ, "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი ამტკიცებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ქაოსია.

ოპოზიციაში არის ქაოსი, ეს არ არის დღევანდელი მდგომარეობა, ასეა უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც მათ არ გამოუვიდათ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა, ყველა კარგად ხვდება, რომ მათ არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, არ შეუძლიათ პოზიტიური შეთავაზებებით წარდგნენ ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზეა დაფუძნებული და აქედან გამომდინარე, ვხედავთ იმას, რომ ისინი შეთანხმებას ვერც მიაღწევენ მომავალში,“ - ამბობს ჩიქოვანი.

მსგავსი სიახლეები