ძალიან მორყეულად მიაჩნიათ საკუთარი პოზიციები არჩევნებისთვის - სამადაშვილი "ოცნებაზე"

16.01.24 17:32
ძალიან მორყეულად მიაჩნიათ საკუთარი პოზიციები არჩევნებისთვის - სამადაშვილი "ოცნებაზე"

"კობახიძე რას ამბობს, საერთოდ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ის არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს", - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს.

სამადაშვილი ჩინეთში მყოფი მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "დამაჯერებელ" გამარჯვებას აანონსებენ და ამბობენ, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ ახერხებს.

სამადაშვილისთვის ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანის განცხადებები ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს მოლოდინი გამარჯვების და დეპუტატის შეფასებით, ამის დასტურია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც.

რაც შეეხება, "ქართული ოცნების" დღევანდელ მდგომარეობას, მათ რომ ძალიან უჭირთ ელექტორალურად ამის ძალიან ნათელი სიგნალია, ივანიშვილის ღიად დაბრუნება პოლიტიკაში.
ბარიერი დარჩება 5 პროცენტი, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს ქართული ოცნება დამაჯერებლად წააგებს. მთელი ეს საუბარი, რაც გვესმის ქართული ოცნებისგან აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ მათ ძალიან მორყეულად მიაჩნიათ საკუთარი პოზიციები შემდეგი არჩევნებისთვის,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები