კობახიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ისტერიისა, რომელიც "ოცნებას" აქვს - ბეჟაშვილი
"ირაკლი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ისტერიისა, რომელიც ზოგადად, ქართულ ოცნებას აქვს," - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" გამარჯვება დაანონსა.
ბეჟაშვილის შეფასებით, "ოცნებას" პარტიების სიმრავლის ეშინია, რადგან ამით ამომრჩევლების მობილიზებას ვერ მოახდენენ.
"ქართულ ოცნებას" აშინებს პარტიული მრავალფეროვნება, სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება სრული მობილიზაციით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დაუჭიროს მხარი თავის სასურველ კანდიდატურას, იმავდროულად ქართულ ოცნებას უნდა ეშინოდეს ქართველი ხალხის, რომელიც დაიღალა ქართული ოცნების კორუფციული მმართველობის,“ - ამბობს ბეჟაშვილი.