რატომ ნიშნავს სტალინთან ბრძოლა ეკლესიასთან ბრძოლას - „ოცნებამ“ ოპოზიციის გაშავების ახალი კამპანია წამოიწყო

16.01.24 20:21
რატომ ნიშნავს სტალინთან ბრძოლა ეკლესიასთან ბრძოლას - „ოცნებამ“ ოპოზიციის გაშავების ახალი კამპანია წამოიწყო

 

 

რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ სკანდალური ხატის ამბავს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი სიცოცხლე შესძინა. დილა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ისე დაიწყო, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა და ეკლესიის მტრობა დააბრალა.  

ამ ამბავს რომ "ოცნება" პოლიტიკურ იარაღად იყენებს, ადასტურებს ირაკლი კობახიძის ჩინეთში გაკეთებული განცხადებაც. პარტიის თავმჯდომარემ კომენტარი მედიასთან ხატზე საუბრით დაიწყო და საპარლამენტო არჩევნებით დაასრულა.

რატომ ნიშნავს სტალინთან ბრძოლა ეკლესიასთან ბრძოლას? ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებულ ახალ კამპანიაში ლოგიკას ეძებს,  მაგრამ ვერ პოულობს. პოლიტიკოსებს ერთადერთი ახსნა აქვთ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება რელიგიური  თემით ცდილობს ოპონენტების გაშავებას. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები