რა გააკეთა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად? - ანტიკორუფციული ბიუროს შეფი რიჩარდ ნეფს შეხვდება

16.01.24 20:11
რა გააკეთა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად? - ანტიკორუფციული ბიუროს შეფი რიჩარდ ნეფს შეხვდება

 

 

საქართველოს ხელისუფლება მძიმე შეხვედრის მოლოდინში - რამდენიმე საათში "ქართული ოცნების" გუნდს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან მოუწევს ახსნა-განმარტება, რა გააკეთა  ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. რაჟდენ კუპრაშვილს, სავარაუდოდ, სათქმელი არაფერი ექნება. მას ამ პოსტზე მუშაობისას ერთი კორუფციული საქმეც კი არ დაუდგენია. ევროკომისიამ პირდაპირ თქვა, რომ ღარიბაშვილის მიერ შექმნილი უწყება ეფექტურად ვერ მუშაობს.

იმას, რის  მოყოლასაც კუპრაშვილი, დიდი ალბათობით, ამერიკელ მაღალჩინოსანთან არ აპირებს, რიჩარდ ნეფს სამოქალაქო სექტორი მოუყვება. პრემიერის ჩარტერები, ცოლის მდირდრული წვეულება, ვანო ჩხარტივილისთვის დაწესებული  შეღავათები და გახმაურებული სამართლებრივი დავა ჩინურ კომპანიასთან. არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს დოკუმენტებით  და მტკიცებულებებით  შეიარაღებული ხვდება.

რიჩარდ ნეფი უკვე თბილისშია და ის ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები