ხელისუფლებამ ოპონენტების გაშავების კამპანია გახსნა - რისი ეშინია "ოცნებას"?

16.01.24 20:43
ხელისუფლებამ ოპონენტების გაშავების კამპანია გახსნა - რისი ეშინია "ოცნებას"?

 

 

რისი ეშინია "ოცნებას"? - ოპონენტების გაშავების აქტიური კამპანია გახსნილია. ოპოზიციურ ერთობაში, როგორც ჩანს, ხელისუფლება ყველაზე დიდ საფრთეს ხედავს, ამიტომ თავდასხმების სერიაც დაიწყო. ირაკლი კობახიძე ჩინეთიდან და მისი თანაგუნდელები თბილისიდან დღეს ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ ერთ და ორ პროცენტიანი პარტიების გაერთიანებით მმართველი პარტიის გამარჯვების შანსი იზრდება. კობახიძის სამიზნე დღეს ნიკა გვარამიაც იყო, რომელსაც დაბალ რეიტინგულ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. 

თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერი  საკუთარი პარტიის რეიტინგზე დუმს. უმრავლეოსბის წევრებს  ბოლო კვლევები არ უხსენებიათ, სადაც რადიკალურად განსხვავებული სურათია. ოპოზიციის საერთო მხარდაჭერა გაცილებით მეტია, ვიდრე "ოცნების". საზოგადოების მოლოდინი და მოთხოვნაა კოალიციური მმართველობა. ამ კვლევების შედეგები ყველაზე კარგად კი "ოცნებაში" იციან და შესაბამისად, ხელისუფლების მთავარი სამიზნე ახლა სწორედ ოპოზიციური ერთობაა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები