მსოფლიო ლიდერების შეკრება დავოსში - რა აქვს სათქმელი ღარიბაშვილს ფორუმის მონაწილეებისთვის?
დავოსი მსოფლიო ლიდერების შეკრების ეპიცენტრია. დავოსშია უკრაინის პრეზიდენტი. "პუტინი არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ" - ამ სიტყვებით მიმართა ზელენესკიმ ფორუმის მონაწილეებს. რუსეთი დავოსშიც მთავარი გამოწვეაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები სწორედ უკრაინის დახმარების საკითხებს იხილავენ.
დღესვე მოისმინეს ნატოს გენერალური მდივნის სიტყვაც - სტოლტენბერგი რუსეთთან ერთად ჩინეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას. "ჩინეთი არღვევს ნატოს ძირეულ პრინციპებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას," - აცხადებს ალიანსის ლიდერი.
ამ ფონზე საინტერესოა, რა ექნება მსოფლიო ფორუმის მონაწილეებისთვის სათქმელი ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად სწორედ კომუნისტური ჩინეთი აქცია და როგორია საქართველოს პრემიერის შეხვედრების გრაფიკი დავოსში?
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.