საპატრიარქომ და მთავრობამ დააფიქსირონ, რას ფიქრობენ სტალინზე - კანდელაკი
„საარჩევნო კამპანიის მონახაზით შეგვიძლია დავინახოთ ამ ტექსტში, რომლის მიზანია, დისკუსია გადაიტანოს სხვა განზომილებაში, ჩაგვძიროს მეოცეხარისხოვან საკითხებში და გვერდი აუაროს მთავარ საკითხს,“ - ამ განცხადებას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი „რეაქციაში“ აკეთებს.
როგორც კანდელაკი ამბობს, შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის მტრად გამოაცხადა ყველა კრიტიკოსი.
საკითხს, რომელსაც საპირწონედ ვერ დაუდგება ვერცერთი სხვა საკითხი - მთავარი საკითხი არის, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას და საპატრიარქოს იოსებ სტალინის ფიგურის მიმართ. პაპუაშვილის განცხადებაში ვერ დავინახეთ სტალინის ფიგურის მიუღებლობის შესახებ და შესაბამისად, რაც მიუღებელი არ არის, ის მისაღებია ე.ი. სტალინის ფიგურა არის მისაღები მათთვის.
როგორ გამოვა ახლა, რომ 25 თებერვალს, რომელიც არის საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე, ეს ბატონები ავლენ კოჯორში, ყვავილებს დადებენ იუნკერთა მემორიალთან, რომლებიც დაიღუპნენ ათასობით სხვა ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად - მარო მაყაშვილს რომ ვიხსენებთ, შალვა ერისთავს, სხვებს - ვინ მოკლა ეს ხალხი - სტალინმა, ეს ომი დაიწყო იოსებ სტალინმა, რომელიც იყო ხელისუფლებისთვის ბრძოლაში შესული ტროცკის წინააღმდეგ... როგორ გამოდის ახლა ერთდროულად რომ თან უნდა აღვნიშნოთ და ეს არის სიფლიდე - საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე და სტალინის, სატანის ხატი გვესვენოს. მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ და მთავრობამ დააფიქსირონ, თქვან, სტალინზე რას ფიქრობენ, რას ფიქრობენ საქართველოს ოკუპაციის ინიციატორზე,“ - ამბობს კანდელაკი.