გაიწყვიტე შუბლის ძარღვი და შედი "ოცნებაში", მათთან სინდისზე ლაპარაკს აზრი არ აქვს - ბიბილაშვილი
„პაპუაშვილი არ არის პოლიტიკოსი... ფიქრობთ, რომ ეს, რაც მან გამოაცხო, მისი ნაწერია? ეს ადამიანები უბრალოდ არიან დავალების შემსრულებლები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი აკეთებს.
ბიბილაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს პროტესტი არ გამოუთქვამთ მაშინ, რუსეთის ეკლესიის პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სრული რეგალიით არ მოიხსენიებს.
პაპუაშვილი არავინ არ არის, პაპუაშვილი არ არის პოლიტიკოსი... პაპუაშვილი ვიღაცამ აიღო და ამ ადგილას დადო. ფიქრობთ, რომ ეს, რაც მან გამოაცხო, მისი ნაწერია? ეს ადამიანები უბრალოდ არიან დავალების შემსრულებლები. მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ ეს აღშფოთების სტადია, ჩვენ გვაქვს საქმე მტერთან - ეს მტერი არის რუსეთი და რუსეთი ამ ქვეყნის ისტორიაში არის ერთ-ერთი უფრო ვერაგი დამპყრობელი. ვირეშმაკობა არის ყველაზე უფრო ელეგანტური და ლმობიერი სიტყვა ამათთვის, ეს არის დიდი ბოროტი ძალა, რომელსაც ჩვენ რაციონალური არგუმენტებით ველაპარაკებით და ისინი გველაპარაკებიან შიშებით და ირაციონალური ენით. ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბროთ, ნებისმიერ გონიერ ადამიანს არ დასჭირდება იმის მტკიცება, რომ სტალინი სატანაა.
ესენი ამას აკეთებენ, შეგნებულად და მიზანმიმართულად. რაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, სტალინის ძეგლები იდგმება, ამ ძეგლების დამდგმელები ვისი ამომრჩევლები არიან, ესენი ერთი ძალაა...გაიწყვიტე შუბლის ძარღვი და შედი ქართულ ოცნებაში, ეს არის ამათი კრედო, იქ ვინ არის, მათთან სინდისზე ლაპარაკს აზრი არ აქვს,“ - ამბობს ბიბილაშვილი.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის სკანდალი ამჯერად შალვა პაპუაშვილმა გააცოცხლა. ხატი, რომლის გადაწერასაც საპატრიარქოც კი ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ოპოზიციამ ეკლესიაზე შეტევისთვის გამოიყენა.