მამა მჭედლიშვილს ვინ ეკითხებოდა ხატის შეტანა? დაიბრალა - გოჩა ბარნოვი
„მამა მჭედლიშვილს ვინ ეკითხებოდა ან ხატის შეტანას ან გამოტანას, მან დაიბრალა, საპატრიარქოში დაიბარეს და უთხრეს, რომ შენს თავზე აიღე ეს ყველაფერი და ა.შ.“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ თეოლოგი გოჩა ბარნოვი აკეთებს.
ბარნოვის თქმით, მამა იოვანე მჭედლიშვილი, რომელიც სამებაში მსახურობს და რომელმაც თავის თავზე აიღო სტალინის გამოსახულებიანი ხატის ტაძარში შეტანა, სიმართლეს არ ამბობს და მან საპატრიარქოს დავალება შეასრულა.
ბარნოვი დარწმუნებულია, რომ სტალინის გამოსახულებიანი ხატის სამებაში მოხვედრა, რუსული პოლიტიკის შედეგია.
ეს არის რუსული პოლიტიკის, რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გაგრძელება საქართველოში, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ეკლესიის მეშვეობით ემოქმედა ქართველ ერზე, იმიტომ, რომ ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტია და შესაბამისად, მისი მეშვეობით რაც მოხდება, ყველაზე უფრო ეფექტურად იმოქმედებს ადამიანებზე.
მე ერთ-ერთი სასულიერო პირისგან მაქვს მოსმენილი, რომელიც ახლაც ცოცხალია, რომ 70-იან წლებში არ არსებობდა ვარიანტი, რომ მღვდელიც კი გამხდარიყო ადამიანი, თუ ის კგბ-ში არ ითანამშრომლებდა. ეს გააკეთა სტალინმა - მან გარყვნა ქრისტეს ეკლესია რუსეთში, საქართველოში, პოლონეთში...
დღესაც კი სასულიერო პირი ვერ გახდება ადამიანი თუ ის უშიშროებასთან არ არის მჭიდრო კავშირში... არ არსებობდა და არ არსებობს დღესაც ეკლესია, სადაც არ იყოს კრემლის, რუსეთის კოლოსალური გავლენები," - ამბობს გოჩა ბარნოვი.