წამალაშვილი "ოცნებაზე": პატარა სტალინები არიან ამ ადამიანებში და ამ ტერმინებით გველაპარაკებიან
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა სტალინის ძეგლებით... პატარა სტალინები არიან ამ ადამიანებში და ამ ტერმინებით გველაპარაკებიან,“ - ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, პროექტის „დამოუკიდებლობის გაკვეთილების“ ავტორი ეკა წამალაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.
წამალაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან კრიტიკოსების ეკლესიის მტრებად გამოცხადებას აკრიტიკებს.
ტრაგიკულია, რომ 2024 წელს ჩვენ ვლაპარაკობთ სტალინურ მემკვიდრეობაზე. ვიდრე სტალინი არის პრობლემა და მისი მემკვიდრეობა ასე გვამძიმებს და ხდება რაღაცები, რაც მის მემკვიდრეობასთან და რუსეთთან ისევ გვაბამს, სტალინი არ არის მკვდარი, სტალინი ცოცხალია და ჩვენ უნდა მოვკლათ სტალინი სწორედ სტალინიზმზე ლაპარაკით, ისტორიული მეხსიერების გახსენებით.
მიმაჩნია, რომ მკრეხელობა და პროვოცირება იყო თავად ხატის შემტანებისგან, ხომ დასახელდა, რომ ირმა ინაშვილმა და თარხან-მოურავმა შეუკვეთეს, ცოცხების ოპერაციის სათავეში ვინც იდგნენ, რუსული ჰიბრიდული ომის მწარმოებლებმა საქართველოში... თუ მათგან არის შეტანილი, ეს არის პროვოცირება, ანტიქრისტიანული ნაბიჯია, ეკლესიის მტრობა ეს არის. ქართული ოცნების წარმომადგენლები გვეძახიან ეკლესიის მტრებს, ვისაც არ მოგვეწონა სტალინის ხატის შეტანა საკათედრო ტაძარში, ზუსტად ანალოგიური ტერმინებით ხალხის მტრებს ეძახდნენ მათი წინამორბედები - ესენი ბოლშევიკების პირდაპირი სულიერი მემკვიდრეები არიან, საუკეთესო ქართველებს, რომლებსაც ხვრეტდნენ, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილს, ამბროსი ხელაიაც ხალხის მტერი იყო.
ამბროსი ხელაიას იგივე პროკურორი ადანაშაულებდა, რომ ომის დაწყება გსურდაო, ევროპელი იმპერიალისტების ჯარის შემოყვანაო და ძალიან ბევრი რაღაცების დაპარალელება შეიძლება - ომის დაწყება გსურთ, ეკლესიის მტრები, ხალხის მტრები - პატარა სტალინები არიან ამ ადამიანებში და ამ ტერმინებით გველაპარაკებიან,“ - ამბობს წამალაშვილი.