საქართველო ბოლო რამდენიმე წელში გახდა "ნიუ საბჭოთა საქართველო" - გამზარდია

16.01.24 22:30
საქართველო ბოლო რამდენიმე წელში გახდა "ნიუ საბჭოთა საქართველო" - გამზარდია

„ირონიული ნაწილი არის ის, რომ ბატონ შალვას და ბატონ ირაკლის ისეთი კარგი ქადაგებები გამოსდით, რომ ალბათ, მისიონერობას დაიწყებენ, ველოდები ახლა, როდის მოუშვებენ წვერს, აშკარად გადადიან არა პოლიტიკის, არამედ თეოლოგიის სფეროში და ველოდები, როდის შეიმოსებიან და როდის გახდებიან მამა შალვა და მამა ირაკლი,“ - ამ განცხადებას პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია „რეაქციაში“ აკეთებს.

გამზარდია არ გამორიცხავს, რომ სუს-მა მწვავე საკითხებიდან ყურადღების გადატანის გამო ხატის საკითხი წამოწია წინ.

საქართველო ბოლო რამდენიმე წელში გახდა "ნიუ საბჭოთა საქართველო" იმ მიდგომებით, რომ ყველაფერს სახელმწიფო განაგებს - ფასებს სახელმწიფო განაგებს, განათლებას, როგორი მედია უნდა იყოს, ქადაგება როგორი უნდა იყოს, ვინ როგორ უნდა ვიქცეოდეთ, ყველაფერს განაგებს, ეს არის საბჭოეთიზმის და სტალინიზმის მთავარი იდეა, ამიტომ არის ეს ყველაფერი პრობლემა, თორემ მე არ ვთვლი, რომ უშუალოდ ეს დაწერილი ხატის თემა რუსული პროვოკაციაა.
რამდენადაც მეუფე ნიკოლოზი გადასარევად ერკვევა თანამედროვე არტში, როგორც ჩანს ხატებს ისე საკმარისად არ უყურებს, როგორ შეიძლება ეპისკოპოსმა, რომელიც მივა და პირჯვარს გადაიწერს და შეიძლება პარაკლისიც გადაიხადოს, ყველა დეტალი არ დაათვალიეროს, მითუმეტეს ახალ დასვენებული ხატის, ასეთი რამ არ ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბლეფი. მეორე, თუკი 5 დღე ზედიზედ ვრეაგირებ და ვლაპარაკობ სისულელეებზე, ე.ი. სუს-ის თამაშის ნაწილში ჩამითრიეს ,“ - ამბობს არჩილ გამზარდია.

მსგავსი სიახლეები