"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარებს არქივებზე წვდომის საშუალებას არ აძლევენ
"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარებს არქივებზე წვდომის საშუალებას არ აძლევენ. როგორც "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი "რეაქციაში" ამბობს, რამდენიმე კვლევაზე მუშაობა შეჩერებულია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ კომუნისტური პარტიის უზარმაზარი არქივი მეოთხე თვეა, დაკეტილია.
აქ აირეკლება ზუსტად, რამდენად ორგანულია მათთვის სტალინური დანაშაულებებისთვის მიწის მიყრა და მისი გამოყენება და მისი მმართველობის სტილის კოპირება პარტნიორ რუსებთან ერთად. ეს არქივები არის, ფაქტობრივად, ჩაკეტილი. ეროვნულ არქივში პირდაპირ კანონით გვაქვს აკრძალული, რომ 49 წლის ზემოთ ნებისმიერ დოკუმენტს შევეხოთ, იმიტომ, რომ იცავენ პერსონალურ ინფორმაციას ადამიანების. პერსონალურ ინფორმაციას, მაგალითად, პროგრამაში, 51 წლის რომ არის სტალინი, ხელმოწერა, უნდა დაგიშტრიხონ იმიტომ, რომ ეს სტალინის პერსონალური ინფორმაციაა, ასეთი აბსურდულ რუსული ყაიდის კანონში ვცხოვრობთ.
არა მხოლოდ სტალინის, ედუარდ შევარდნაძის პერსონალური ინფორმაციაც ასეა. ვერც გავასამართლებთ. საუბარი იყო, როგორ დაიმორჩილა, როგორ ნულიდან თავისი ეკლესია შექმნა სტალინმა, ვისაც ჰქონდა საშუალება, რომ სანამ საბოლოოდ ჩაკეტავდა „ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლება ამ დოკუმენტებზე წვდომას, ეს იყო ძალიან ცხადი.
საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა, სასამართლო სარჩელებიც გვქონდა, რომელიც ყველა დაიბლოკა. ეს ეხება ერთ მთავარ არქივს, სადაც არის რელიგიის საბჭოს რწმუნებულის ოფისი...
მეორე, ყოფილი უზარმაზარი არქივი კომუნისტური პარტიის, რომელიც საბჭოურ განზომილებაში არის მთავარი და ყოფილი კგბ-ს გადარჩენილი ნაწილი, თითქმის მეოთხე თვეა, დაკეტილია, ვერ ვმუშაობთ, ყველა ჩვენი მიმდინარე პროექტი კვლევის გაჩერებულია, იმიტომ, რომ პასუხიც კი არ არის - გახსნიან თუ არ გახსნიან,“ - ამბობს ხვადაგიანი.