სამთავრობო ბორტის სკანდალი და ანტიკორუფციული ბიუროს არაეფექტურობა - რიჩარდ ნეფი მესამე სექტორს შეხვდა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თბილისში შეხვედრები დაიწყო. პირველი აუდიენცია რიჩარდ ნეფმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა. სწორედ მესამე სექტორისგან მოისმინა ბლინკენის უწყების მაღალჩინოსანმა საქართველოში არსებული კორუფციული სკანდალების შესახებ. მთავარი საკითხები ღარიბაშვილის სამთავრობო ბორტის ამბავსა და ანტიკორუფციული ბიუროს არაეფექტურ მუშაობას შეეხო. მესამე სექტორს მიაჩნია, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება გამოწვევებს ვერ პასუხობს. საუბარი შეეხო ჩინურ "სინოჰიდროსაც".
ახალი კომპონენტი შემოდის საქართელოში ჩინური კომპანიების სახით, რომელიც ასევე ძალიან სერიოზულ რისკებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ საქართველოში კორუფციაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს არ არის უბრალოდ აღებ-მიცემობის თემა და ვიღაცამ ვიღაცას ქრთამი მისცა, რაც თავისთავად ცუდია, მაგრამ ეს რჩება დაბალ დონეზე. საკითხები, რომელზეც დღეს მიმდინარეობს საუბარი ძირითადად ეხეება სტრატეგიულ კორუფციას, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება საქმე. ასეთ დროს მაგალითები გჭირდება იმისთის, რომ დამაჯერებელი იყოს შენი შეფასებები, შესაბამისად, მშვენიერი საჩუქარი გაგვიკეთა ჩვენმა მთავრობამ სინოჰიდროს საქმეთი და პირდაპირ შეგვიძლია ეს მოვყვეთ და უცებ დავასრულოთ ლაპარაკი, იმიტომ, რომ იქ ყველაფერი ჩანს, როგორ ცუდად შეიძლება წავიდეს საქმე, როდესაც ერთ არასწორ გადაწტყვეტილებას მიიღებ დასაწყისში. ბატონი ღარიბაშვილის შვილის ამერიკაში გამგზავრებიდან და გაგრძელებული ამ სტრატეგიული კორფუციის საქმით, რომელიც ჩინურ კომპანიებს შეეხება, ჩვენ ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, - ამბობს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.
მთავარი მესიჯი, რომელიც რიჩარდ ნეფმა შეხვედრაზე გააჯღერა იყო ის, რომ აშშ საქართველოს კორუფციასტან ბრძოლაში დაეხმარება.
სახდეპის ანტიკორუფციუალი სამსახურის შეფი დღეს შეხვდება ყველას, ვისაც, წესით, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევალება. ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვედრას პარლამენტის თავჯდომარესთან გამართავს და მისგან მოისმენს, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება კორუფციასტან საბრძოლველად.