პირადად მეც რომ მომიწიოს მუშაობა, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება - კალაძე
პირადად მეც რომ მოიწიოს მუშაობა, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძე დღეს თავის მართლების რეჟიმში იყო და ირწმუნებოდა, რომ სამუშაოები საფუძვლიანად ჩატარდება.
ამასთან, მერს არც ოპოზიციაზე თავდასხმა დავიწყებია. მისი მტკიცებით, ოპონენტები ისტერიკაში არიან, რადგან ხედავენ, რომ მერია სამუშაოებს ზედმიწევნით კარგად ასრულებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურთ. "ეს მიუთითებს თუ სად იმყოფებით, ახლა არ ვიკადრებ ხმამაღლა ვთქვა", - უთხრა კალაძემ ოპოზიციას.
რაღაც ფასადურად, ზედაპირულად გააკეთებდნენ, გახსნიდნენ და ქულებს იწერდნენ, არამედ ფუნდამენტურად, საფუძვლიანად, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, ათეულ წლებს გაუძლოს პროექტებმა, რომელსაც ვახორციელებთ. ცხადია, ამ სამუშაოების დროს არის დისკომფორტი, არის პრობლემები, არის გამოწვევები გადაადგილების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, მაგრამ სხვანაიარდ ხომ შეუძლებელია, მეგობრებო, ამ სამუშაოების წარმოება? თუ არ გადათხარე ხომ ვერ შეცვლი იმ ჟანგიან და გაუბედურებულ მილებს, საიდანაც წერეთლის გამზირის მოსახლეობა იღებდა წყალს? რატომ არავინ საუბრობს ამაზე თუ რა მდგომარეობაშ იყო კომუნიკაცია? ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბური სამუშაოები ვაწარმოოთ... ვის გაუკეთებია? სად იყვნენ წინა მთავრობები? წინა მერებიც ხომ იყვნენ, გაეკეთებინათ! დღეს ხომ ნაკლები გვექნებოდა ამ მიმართულებით გასაკეთებელი? დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები, აღმშენებლობა, განვითარება ერთგვარ დანაშაულად უნდათ აქციონ. ვინ არიან ესენი? ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს? ეს არის ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ ვაკვირდებოდი და მაგრად ვხალისობდი მათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, სად იმყოფებიან... სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ. ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რა თქმა უნდა, საზოგადოება კიდევ გაგცემთ შესაბამის პასუხს. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც სამშობლო არ გააჩნიათ. ვინ აქტიურობდა ყველაზე მეტად და ვის ჰქონდა ისტერიკა? ეს იყო კოლექტიური სანაცეთი და ხანდაზმული თაღლითების წარმომადგენლები. რა დღეში იყავით?! რა განცხადებებს აკეთებდით?! რა ისტერიკა გქონდათ?!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს დედაქალაქს და ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, ძლიერი ხელისუფლება, რომელიც, რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაშ, მოატყუოთ... ჩვენ წერეთლის გამზირის პროექტსაც დავამთავრებთ, სხვა სამუშაოებს განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალქს, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს. რათქმა უნდა, არ ვაპირებ ხელმოცარული კამპანიის ისტერიკას რაღაც ყურადღება დავუთმოთ.
წერეთლის გამზირს რაც შეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადად მე რომ მოიწიოს მუშაობა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა იქნება აღდგენილი, - თქვა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ ასევე დაანონსა, რომ მერია ვახტანგ გორგასლის ქუცაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს.