გაჭიანურებული საქმეები სასამართლოში და კლანის ინტერესები - "დემოკრატიის ინდექსის" უმწვავესი დასკვნა

17.01.24 12:07
გაჭიანურებული საქმეები სასამართლოში და კლანის ინტერესები - "დემოკრატიის ინდექსის" უმწვავესი დასკვნა

სასამართლოში არის კლანი, რომელიც განსაზღვრავს როგორ წავიდეს საქმეების განხილვა - უმწვავესი დასკვნა დემოკრატიის ინდექსს ეკუთვის. დილიდან თბილისში სასამართლო სისტემის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია მიდის.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სასაამართლოს მთავარი გამოწვევა საქმეეების გაჭიანურებული განხილვაა. არის შემთხვევები, როცა ადამიანები 400 დღის განმავლობაში ელოდებიან მოსამართლის დარბაზში შესვლას. გამოწვევად დასახელდა სისტემაში მოსამართლეთა არასაკმაირის რაოდენობაც.

მოსამართლეები განიხილავენ საქმეებს საშუალოდ წელიწადში 350-400 საქმეს და უნდებიან თითო საქმის განხილვას დაახლოებით 400 დღის განმავლობაში, რაც გამოწვეულია ერთის მხრივ იმით, რომ გადატვირთულია მოსამართლე, ბევრი საქმე აწერია და ვერ უმკლავდება იმ ნაკადს, რა ნაკადიც არის სასამართლოში. ადმინისტრაციული ორგანოები, უწყებები უსაფუძვლოდ ასაჩივრებენ, მიმართავენ სასამართლოს ან ყველა ინსტანციაში ასაჩივრებენ მოქალაქეებთან არსებულ დავებს. ეს იწვევს მნიშვნელოლვან გაჭიანურებას. არ არსებობს შიდა სისტემა სასამართლოებში, რომელიც მოაგვარებდა, შეაფასებდა და დაარეგულირებდა საქმეთა გონივრულ ვადაში განხილვის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობდა ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომ მათ მართონ საქმეები ეფექტიანად, - ამბობს "დემოკრატიის ინდექსის" თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე.

იურისტი კახა წიქარიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ საქმეების განხილვის ვადებს სასამართლოში არსებული კლანი წყვეტს. 

სასამართლო სისტემაში არის კლანი, რომელსაც აინტერესებს კონკრეტული საქმეები და იმ კონკრეტულ საქმეებში თუ იყო ინტერესი ეს საქმე შეიძლება დაჩქარდეს ან შენელდეს. ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი იმისა, რომ დარეგულირდეს ეს პრობლემა კონკრეტულ სასამართლოებში და ძალიან უჭირს ზოგიერთ სასამართლოს, მაგალითად, ზუგდიდის სასამართლოს, ბათუმის, მცხეთის სასამართლოს ძალიან უჭირს, საქმეები ძალიან ჭიანურდება და არ არსებობს ხედვა იმისა, თუ რა უნდა ეშველოს ამ სასამართლოებს, - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

იურისტი კახა წიქარიშვილი 

აღსანიშნავია, რომ არც "ქართული ოცნებიდან" და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან კვლევის პრეზენტაციაზე არ გამოცხადდა. 

მსგავსი სიახლეები