"ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს" - ბუაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე

17.01.24 12:41
"ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს" - ბუაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე

"მათ დაადასტურეს საკუთარი თანამონაწილეობა ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაში და დანაშაულში", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე საუბრობს. საქმე ეხება წერეთლის გამზირის გაჭიანურებულ რეაბილიტაციას. 

ბუაძის თქმით, თბილისის მერიის მიერ დაორგანიზებული პროექტი არასწორად არის განხორციელებული, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას უჩენს როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე საზოგადოებას.

ორივე კომპანიას, რომელსაც გაუფორმა ხელშეკრულება თბილისის მერიამ, შეუძლებელია, რომ ორივეს თანაბრად აღმოაჩნდეს პრობლემა მაშინ, როდესაც საუბარი არის სისტემურ პრობლემაზე, საუბარი არის იმაზე, რომ მთლიანად ეს შესყიდვა არასწორად იქნა დაგეგმილი და განხორციელებული, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანთან არის დაკავშირებული, რომელსაც დიდი ხანია ჩვენ ვსვამთ, მაგრამ თბილისის მერია ძალიან ცინიკურად რეაგირებდა ამ ყველაფერზე და ახლა მათ დაადასტურეს საკუთარი თანამონაწილეობა ამ ძალიან სერიოზულ პრობლემაში და დანაშაულში,  - აღნიშნა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები