რუსეთის მოქალაქეები ქართულ ტენდერებში და დამალული ინფორმაცია - მესამე სექტორი სასამართლოში ჩივის

17.01.24 12:20
რუსეთის მოქალაქეები ქართულ ტენდერებში და დამალული ინფორმაცია - მესამე სექტორი სასამართლოში ჩივის

რამდენი რუსეთის მოქალაქე მონაწილეობას საქართველოში გამართულ ტენდერებში და ვინ არიან ისინი? - "თავისუფლების ინტიტუტი" აღნიშნულ კითხვაზე პასუხს უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. წესით, ამ საჯარო ინფორმაციის გამცემი უწყება შესყიდვების სააგენტოა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა, რის გამოც მესამე სექტორის წარმომადგენლები სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. 

მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს, რომელმაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რეალურად, უარი გვითხრა, დაგვიმალა ეს ინფრომაცია და ფორმალურად გადაგვამისამართა საიტზე და გვითხრა, რომ აი, სია ამ საიტზე, რაც ერთის მხრივ არასწორია იმიტომ, რომ ამ სიას ამ საიტზე ვერ მიაგნებთ და მეორე ის, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვათ, რომ ყოფილიყო რაიმე სია ამ საიტზე, მტავარი აქ რა არის? პროაქტიული გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო უწყებას საჯარო ინფორმაციის გაცემისგან. ამიტომ სასამართლოს გზით გვინდა დავავალდებულოთ სააგენტო, რომ გასცეს საჯარო ინფორმაცია, - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საჯარო უწყების მიერ ინფორმაციის  არგაცემა შესაძლოა, სანქციების შიშს უკავშირდებოდეს.  

მსგავსი სიახლეები