საქმე ეხება დიდ კორუფციულ გარიგებებს - მანჯგალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე

17.01.24 12:43
საქმე ეხება დიდ კორუფციულ გარიგებებს - მანჯგალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე

დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები წერეთლის გამზირზე - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისის მერს კორუფციულ გარიგებაში ამხელენ. პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, წერეთლის გამზირზე განხორციელებული სამუშაოების უხარისხობა პირდაპირ კავშირშია "ოცნების" კორუფციულ სქემებთან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, იმისათვის, რომ დადგინდეს კორუფციული გარიგებების მასშტაბები აუცილებელია, ანტიკორუფციულმა საგამოძიებო უწყებამ საკუთარი ვალდებულება პირნათლად შეასრულოს.

როცა შენი შერჩეული ყველა კონტრაქტორი არის ცუდი, პრობლემა არის შენში. მე არ ვფიქრობ, რომ აქ ხარისხთან ჰქონდა პრობლემა "ქართულ ოცნებას", აქ არის დიდი კორუფცია და კორუფცია არის პირდაპირ დაკავშირებული ხარისხთან. ახლა რომ ნორმალური ანტიკორუფციული საგამოძიებო ფუნქციის მქონე უწყება გვქონდეს, დაინტერესდებოდა ამ საკითხით და მარტივად დავადგენდით, რა მასშტაბის კორუფციულ სქემასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები