რაჟდენ კუპრაშვილი რიჩარდ ნეფს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
რა უთხრა რაჟდენ კუპრაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს? - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რიჩარდ ნეფს შეხვდა. აუდიენცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ამიტომ ჟურნალისტებისთვის შეხვედრის მთავარი გზავნილები უცნობი დარჩა.
ბლინკენის ნდობით აღჭურვილმა პირი ღარიბაშვილის დაქვემდებარული უწყების მაღალჩინოსანთან შეხვედრა მას შემდეგ გამართა, რაც დეტალური ინფორმაცია მესამე სექტორისგან მიიღო, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ნეფმა კითხვები, მათ შორის, პრემიერის ჩარტერის სკანდალის შესახებაც დასვა.
"ქართული ოცნება" კი ამტკიცებს, რომ საქართველოში კორუფცია არ არსებობს და მეტიც, კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრ წვეყნებს უსწრებს.
გასული წლის კვლევების მიხედვით, საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას და ლიდერები ვართ და პლუს, ევროკავშირის 9 სახელმწიფოს და ნატოს 14 სახელმწიფოს კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით. მე დარწმუნებული ვარ, სწორედ ამაზე იქნებოდა საუბარი, როგორ მივაღწიეთ რეფორმის შედეგად. გამოწვევები ბუნებრივია გვაქვს და ამასთან დაკავშირებით იქნება ჩვეულებრივი საუბრები", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი კი ამტკიცებს, რომ კორუფციის რისკები ყველა ქვეყანაშ არსებობს.
არ გვაქვს ისეთი საკითხები, რომლებიც შეიძლება, ჩვენი საზოგადოებისთვის იყოს დასამალი და ბუნებრივად ვინტერესდებით ნებისმიერი ისეთი საკითხით, რომელიც მათ შორის, ამ ვიზიტების დროს დაისმება. რაც შეეხება ოპოზიციის სიზმრებს და ფანტაზიებს, აქ ჩვენ ვართ უკვე თავისუფლები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა ვიხალისოთ, რადგან ოპოზიცია აბსოლუტურად სულ სხვა სამყაროში ცხოვრობს და საქართველო, შეერთებული შტატები და ევროკავშირი სულ სხვა სამყაროში ვართ. რაც შეეხება კორუფციას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში არის ამისი რისკი, მათ შორის, ბატონი ბიძინას გამოსვლაშიც ამ რისკებზე იყო საუბარი და ასეთი რისკი ყველა ქვეყანაში არსებობს, რისთვისაც არსებობს შესაბამისი სამსახურები, როგორც ვთქვათ უსაფრთხოების სამსახურში, ასევე სხვა უწყებაში, მათ შორის, იცით, რომ ანტიკორუფციული ბიურო არის შექმნილი, - ამბობს მაჭარაშვილი.
რაჟდენ კუპრაშვილთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.