რატომ არ ჰქონდა მერიას რეაქცია, როდესაც წერეთლის გამზირზე დარღვევები 6 თვით ადრე აღმოაჩინეს - რას ამბობს ბენდელიანი
რატომ არ ჰქონდა მერიას რეაქცია, როდესაც წერეთლის გამზირზე დარღვევები 6 თვით ადრე აღმოაჩინეს - თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ 6 თვით ადრე ვერ მოახდენდნენ რაგირებას, რადგან მისი თქმით, ამ დროს ადგილზე საკომუნიკაციო კომპანიები მუშაობდნენ.
ბედნელიანი ამბობს, რომ ინფორმაცია ხარვეზების და დარღვევების შესახებ მათაც ჰქონდათ, თუმცა მერის მოადგილის თქმით, მათი გადასაწყვეტია კონტრაქტებს როდის შეუწყევტენს კომპანიებს, ერთ თვით ადრე, ერთი კვირით თუ 5 დღით.
არ მინდა აქ ისეთი განცდა შევქმნათ, რომ თითქოს, 8 თვის განმავლობაში წერეთლის გამზირზე მონიტორინგს არავინ არ აკეთებდა, ერთ დღეს ავდექით, მივედით, ვნახეთ და გადავირიეთ ამაზე სულ ყველანი. ეს არის ცოცხალი პროცესი. ძირითადი ფაქტორი იყო სამუშაოების შესრულების ხარისხი და ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სამუშაოების დასრულების ვადა, საგზაო ნაწილს ვგულისხმობ. ამ ყველაფრის ერთობლიობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კომპანიებთან გაგვეწყვიტა ხელშეკრულება, მათ ნაცვლად შეგვეყვანა ოთხი ახალი კომპანია. ეს კომპანიები არიან: "ენკო", "პარმა", "ჯეო გრუპი", "ბლექსი გრუპი", რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. როდესაც ვნახულობთ, რომ ვადაში ვერ ესწრება, ამ ყველაფერზე თვალი უნდა დავხუჭოთ? თავზე ხელი უნდა გადავუსვათ კომპანიას? ადრე როდის, ერთი თვით ადრე უნდა მომეხდინა რეაგირება თუ ორი თვით ადრე. ექვსი თვით ადრე როგორ უნდა მომეხდინა, 6 თვით ადრე საერთოდ საკომუნიკაციო კომპანიები მუშაობდნენ. არცერთ კომპანიას ჩვენ თავზე ხელს არ გადავუსვამთ, ვისაც ვამჩნევთ, რომ ვალდებულებას ვერ ასრულებს. 15 იქნება, 35 თუ 55 ამას არც კანონმდებლობა კრძალავს და ყოველთვის ვიმოქმედებთ იმ კონკრეტული ობიექტიდან გამომდინარე", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა. ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა.
დოკუმენტების მიხედვით, კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.