"სისტემური კორუფციის პირდაპირი გამოხატულება" - გახარიას გუნდი კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

17.01.24 13:23
"სისტემური კორუფციის პირდაპირი გამოხატულება" - გახარიას გუნდი კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოპოზიცია კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, ახლა უკვე გიიორგი გახარიას გუნდი აპირებს, პროკურატურას მიმართოს.

ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დარღვევეით მიდის და სავარაუდო კორუფციული გარიგებები იკვეთება, რაც, წესით, შოთაძის უწყებისთვის მოკვლევის საგანი უნდა გახდეს.

წერეთლის გამზირზე სახეზე გვაქვს უხარისხოდ შესრულებული და დროში გაწელილი სამუშაოებით გამოწვეული ქაოსი, რაც თბილისის მერის, ბატონი კალაძის მიერ დანერგილი სისტემური კორუფციის პირდაპირი გამოხატულებაა. აქ, პირველ რიგში, პირადად მერის და მერიის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ის განუკითხაობა რაც დღეს წერეთლის გამზირზე ხდება, არავის, არც შემსრულებელს და რაც მთავარია, არც დამკვეთს, ვინცშეარჩია ეს კომპანია და ხალხის ფული მლნ-ით ლარი გაფლანგა, არ უნდა ეპატიოს. პროკურატურას დღესვე მივმართავთ კითხვით, არის თუ არა დაწყებული უკვე გამოძიება წერეთლის გამზირის საქმეზე და თუ მივიღებთ პასუხს, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს, მაშნ უკვე ოფიციალურად მივმართავთ პროკურატურას წერეთლის გამზირის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, - განაცხადა "საქართელოსთის" წევრმა გიორგი შარაშიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები