ენმ-ს პერფომანსი - ლაშა ფარულავამ წერეთლის გამზირიდან თბილისის მერიაში კალაძეს მიწა მიუტანა

17.01.24 13:14
ენმ-ს პერფომანსი - ლაშა ფარულავამ წერეთლის გამზირიდან თბილისის მერიაში კალაძეს მიწა მიუტანა

ენმ-ს პერფომანსი - ლაშა ფარულავამ თბილისის მერიასთან წერეთლის გამზირიდან მიწა მიიტანა.

ფარულავას სურდა ეს მიწა პირადად კახა კალაძისთვის დაეტოვებინა, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არ მიეცა. 

ენმ-ს წევრი აცხადებს, რომ კალაძე კორუფციაშია გარეული დამოუტანა მტკიცებულება იმისა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ძალიან ბევრი თანხა გასწია თბილისის მერია, თუმცა რეალურად ვერაფერი გააკეთა.

“წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება - ტალახი. ამ ტალახის გავლა უწევთ წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს. თბილისი დგას საცობში. დაპირება იყო, რომ 2023 წელს პროექტი დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, 17 იანვარია და კომპანიები აღარ არსებობენ. ის კომპანიები, რომლებიც იქ მუშაობდნენ, იყვნენ “ქართული ოცნების” შემომწირველები, ეს ფავორიტი კომპანიები წინასაარჩევნოდ ფულს სწირავენ რუსულ პარტიას. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის პარტია ფინანსდება ჩვენი გადასახადებისგან. ეს არის კორუფცია, ეს ტალახი არის სახე და სიმბოლო კახი კალაძის მმართველობის და ამ მმართველობის სიმბოლოს, კორუფციულ ტალახს შევუტანთ კახი კალაძეს.”  - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან და შპს "ერ ტე დე"-სთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში. 

მსგავსი სიახლეები