რატომ არ ჰყავს ქვეყანას საკმარისი მოსამართლეები? - მესამე სექტორის შეფასება
რატომ არ ჰყავს ქვეყანას საკამარისი მოსამართლეები? - საკითხის ირგვლივ მესამე სექტორში მსჯელობენ. გავლენიანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კლანს ახალი კადრების მიღების და საკუთარი გავლენების შესუსტების ეშინია. მოსამართლეებისთვის ვაკანტური ადგილები არის, არიან მსურველებიც მაგრამ ინსტიტუტი ახალი სახეებით მაინც ვერ კომპლექტდება.
საქართველოში ყველა მოსამართლე, რომელიც იხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებს, არის მოწყვლადი, ვინაიდან თუ მათ აქვთ საპროცესო ვადების დარღვევა და უმეტეს შემთხვევაში ეს ასეა, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს დისციპლინური წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება, დაექვემდებარონ გარკვეულ სანქციებს. სასამართლო სისტემა არის, ფაქტობრივად, კოლაფსის რეჟიმში. ქვეყანაში, სადაც 350 მოსამართლეა დაახლოებით და ამავდროულად, არის 100 ვაკანსია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმეა სიტუაცია. რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემას არ სურს, რომ ახალი კადრები შევიდეს სისტემაში და არ ხსნის კარს კვალიფიციური და ღირსეული იურისტებისთვის, რადგან აქვთ შიშები, რომ ამით შეიძლება, განსხვავებული ხმა, განსხვავებული შეხედულებები გაჩნდეს სასამართლოში, - აღნიშნა "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელმა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ამავე აზრს იზიარებს "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს ერთმნიშნელოვანი ინტერესი, რათა სასამართლო სისტემა მოშლილი იყოს.
აქ უკვე, რა თქმა უნდა, ვეღარც პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ვეღარც კლანზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ არსებობს სრულიად ერთმნიშვნელოვანი ინტერესი, რომ სისტემა იყოს მოშლილი. როდესაც სისტემა ადმინისტრაციულად, მენეჯმენტურად სწორად მუშაობს, ის თვითონ გკარნახობს თამაშის წესებს და შესაბამისად, ძალიან მცირე სივრცეს ტოვებს ან საერთოდ აღარ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური მანიპულაციისთვის. ამიტომ პოლიტიკური ნება არის, რომ მენეჯმენტმაც არ იმუშაოს ანუ წმინდა ადმინისტრაციულმა პროცედურებმაც არ იმუშაოს იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს მერე ამ სისტემაში ფილტრაცია ყველა იმ პრობლემის, რომელიც გვაქვს, - ამბობს თინა ხიდაშელი.
სასამართლოში არის კლანი, რომელიც განსაზღვრავს როგორ წავიდეს საქმეების განხილვა - უმწვავესი დასკვნა დემოკრატიის ინდექსს ეკუთვის. დილიდან თბილისში სასამართლო სისტემის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია მიდის.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სასაამართლოს მთავარი გამოწვევა საქმეეების გაჭიანურებული განხილვაა. არის შემთხვევები, როცა ადამიანები 400 დღის განმავლობაში ელოდებიან მოსამართლის დარბაზში შესვლას. გამოწვევად დასახელდა სისტემაში მოსამართლეთა არასაკმაირის რაოდენობაც.