მამუკა ხაზარაძე კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლებს
მამუკა ხაზარაძე კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლებს. თბილისის მერს სხდომათა დარბაზში საკუთარი სიტყვების დადასტურება მოუწევს.
"ლელოს" თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გააზიარა კახი კალაძის განცხადება, როგორ უჭერდა ის მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ მხარს მიხეილ სააკაშვილს, როგორ პოზიციონირებდა, როგორც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი და დააანონსა, რომ სასამართლოში უჩივლებს.
ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში", - წერს მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი მამუკა კორძაძე ხვალიდან დაიწყებს სარჩელზე მუშაობას და ის სასამართლოში მომავალ კვირას შევა. ამიტომაც, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მივა თუ არა კახა კალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავის სამართლებლად.
კორძაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა სასამართლომ სარჩელი არ მიიღოს, ასეთ შემთხვევაში, ადვოკატის თქმით, შემდეგი ნაბიჯი სტრასბურგის სასამართლო იქნება.
დღეს კალაძემ პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძეზე გაავრცელა ყალბი ცნობები, შესაბამისად, უახლოეს დღეებში მომზადდება სარჩელი პატივისა და ღირსების შელახვისათვის და მომავალ კვირაში შევა სასამართლოში. წარმოებაში მიირებს თუ არა სამსართლო ამ სარჩელს, წინა გამოცდილება რაც მაქვს, რომელიც ეხებოდა ბატონი კობახიძის წინააღმდეგ არმიღებას, სადაც მოტივი იყო, რომ იმიტომ არმიიღო, რომ დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, სასამართლო ამას არ განიხილავსო, ამის ფონზე ჩვენ ყველაფრის მოლოდინი გვაქვს. სამართლებრივად, სარჩელი ყველა ვარიანტში უნდა მიიღონ. თუ არ მიიღებენ, სასამართლოსთვის უფლების წართმევაზე ალბათ ჩვენ მივმართავთ სტრასბურგს, დაველოდებით, როგორ მოიქცევა სასამართლო.", - ამბობს ადვოკატი.
კახა კალაძემ დღეს "ლელოზე" იერიში მიიტანა და მამუკა ხაზარაძეს სააკაშვილის ხელის ბიჭი უწოდა.
შეიძლება, ბატონი ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა ქვეყნის ინტერესს და არა ამ ქვეყნის“,- განაცხადა კახა კალაძემ.