წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ოპოზიცია მავნებლურ კამპანიას აწარმოებს - ტყემალაძე

17.01.24 14:39
წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ოპოზიცია მავნებლურ კამპანიას აწარმოებს - ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიცია მავნებლურ კამპანიას აწარმოებს.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მოსახლეობის დეზინფორმირებას ცდილობს, სინამდვილეში კი, წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში, იანვრის ბოლოს დასრულდება.

„წერეთლის გამზირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. სულ მალე ჩვენ რეაბილიტირებული და სატრანსპორტო რეფორმის შესაბამისად დაგეგმარებული გამზირი გვექნება, სრულად განახლებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ეს ყველაფერი ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი ქალაქისთვის კეთდება. ამ დროს კი, ოპოზიცია მისთვის ჩვეულ მავნებლურ კამპანიას აწარმოებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რაც არასწორია. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იწვევს მოსახლეობის დისკომფორტს, მაგრამ ადამიანები ამას გაგებით ეკიდებიან,

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში დასრულდება და იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მსგავსი სიახლეები