კობახიძე: დროდადრო ცნობილი გახდება ახალი მტკიცებულებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟს უკავშირდება

17.01.24 14:46
 კობახიძე: დროდადრო ცნობილი გახდება ახალი მტკიცებულებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟს უკავშირდება

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალი მტკიცებულებები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟს უკავშირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. მისი თქმით, ოპონენტების მსგავსი მცდელობები მომავალშიც უშედეგო იქნება. 

დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით. ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი ეს მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები