ეგ დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას... - ზარქუა

17.01.24 15:42
ეგ დაჟანგული მილები უნდა ამოიღო და ოპოზიციას... - ზარქუა

აჟანგული მილები, რაც ჩვენ ამოგვაქვს, ეგ უნდა ამოიღო და ოპოზიციას... (ეგ არა, რაც გაიფიქრეთ) ცხვირწინ უნდა დაუდო - ასე პასუხობს წერეთლის გამზირის რაბილიტაციის საკითხის ირგვლივ ოპოზიციის განცხადებებს "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა.

ზარქუას თქმით, ოპოზიცია ჩასაფრებულის პოზიციაშია, სინამდვილეში კი ხელისუფლება ყცველაფერს აკეტებს დედაქალაქის ამ მონაკვეთის სწრაფად რეაბილიტაციისთვის.

ყველა მიმართულებით ხელმოცარულები გახდნენ და ახლა ჩასაფრებულები არიან, აბა ის პროექტი რომ კეთდება, როგორ კეთდება, აგვიანდება თუ არა. ვიღაცამ თქვა, რომ "ნაცების" დროს დამთავრებული იქნებოდაო. კი, მეც გიდასტურებთ, იმიტომ, რომ ზედაპირულად აკეთებდნენ. ის რაც არის, ის გაცვეთილი და დაჟანგული მილები, რაც ჩვენ ამოგვაქვს, ეგ უნდა ამოიღო და ოპოზიციას... (ეგ არა, რაც გაიფიქრეთ) ცხვირწინ უნდა დაუდო", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა.  ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა. 

დოკუმენტების  მიხედვით,  კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.

მსგავსი სიახლეები