სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია - ბოტკოველი

17.01.24 16:09
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია - ბოტკოველი

"სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის", - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული მიმართულების წარმოამდგენლის ჩამოსვლას.

მისი თქმით, 2024 წელს ქართველი ოლიგარქის ხელისუფლების მმართველობა დასრულდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციული გარიგებებით არის დაკავებული.

ამ შემთხვევაში, რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული მიმართულების წარმომადგენლის ჩამოსვლა დღეს საქართველოში, ეს უფრო კარგად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომელი ხელისუფლებაც გვყავს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ხელდასმით და ისინი ფაქტობრივად წარმოადგენენ ერთ კორუფციულ კლანს. სწორედ ასეთი ადამიანების ჩამოსვლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ყურადღება არ მოაკლდება ჩვენს ქვეყანას და 2024 წელს დასრულდება იმ ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული საკითხებით, საკუთარი ჯიბეების არის დაკავებული  გამდიდრებით და ის ვალდებულებები, რომელიც 2012 წელს აიღო მთავარმა კორუფციული ბუდის ავტორმა ივანიშვილმა და არ შეასრულა, 2024 წელს ქართველი ხალხი გასცემს ამ ყველაფერს პასუხს", -  განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მსგავსი სიახლეები