კალაძე არის მატყუარა, მან უნდა ახსნას, რატომ გადაიდო თვეების განმავლობაში წერეთლის გამზირის გახსნა - ეძგვერაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაციის წევრი, ირაკლი ეძგვერაძე თბილისის მერს მატყუარას უწოდებს და ამბობს, რომ ნაცვლად ტალახის სროლისა, კალაძემ მოსახლეობას რეალურად უნდა აუხსნას, რატომ გადაიდო თვეების განმავლობაში წერეთლის გამზირის გახნსა.
ეძგვერაძე საკუთარი სოციალური ქსელის დახმარებით თბილისის მერს მიმართავს და წერს, რომ ოპოზიცია "გუთენტრაკენის" მეთოდით ქალაქის გადათხრის და "ატკატების" წინააღმდეგი არის".
კახა კალაძე არის მატყუარა. დღეს მან წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას თქვა, თითქოს ჩვენ რეაბილიტაციის წინააღმდეგი ვართ ზოგადად. კახა, ჩვენ "გუთენტრაკენის" მეთოდით ქალაქის გადათხრის და "ატკატების" წინააღმდეგი ვართ. კალაძემ, ნაცვლად ტალახის სროლისა, უნდა ახსნას, თვეებით რატომ გადაიდო წერეთლის გამზირის გახსნა, რატომ შეწყვიტა მერიამ კონტრაქტი სამუშაოების დასრულებამდე მხოლოდ 2 კვირით ადრე და რატომ ატყუებდა საზოგადოებას თითქმის ერთი წელი, რომ რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიდიოდა. არჩევნები ახსენა და კარგად იცოდეს კალაძემ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში გამზირების რეაბილიტაციაც მოხდება, სარეკრეაციო სივრცეებიც შეიქმნება, სატრანსპორტო პოლიტიკაც გამოსწორდება, მაგრამ პირველ რიგში კალაძის კორუფციული სისტემა დაინგრევა და ბევრი აგებს პასუხს გაჭირვებული ხალხის ფულის მითვისებისთვის. - წერს ირაკლი ეძგვერაძე სოციალურ ქსელში.