შეუძლებელია, წერეთელზე ორ კვირაში ხარისხიანად დასრულდეს სამუშაოები, საბოლოოდ ეს 18 მილიონიც შეიძლება, გაფლანგული აღმოჩნდეს - აბესაძე

17.01.24 17:29
შეუძლებელია, წერეთელზე ორ კვირაში ხარისხიანად დასრულდეს სამუშაოები, საბოლოოდ ეს 18 მილიონიც შეიძლება, გაფლანგული აღმოჩნდეს - აბესაძე

კალაძე, რომელიც დღეს თითებს აბაკუნებდა, მთქნარების ნაცვლად რეალური ზედამხედველობა უნდა გაეწია წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისათვის - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირაკლი აბესაძემ "პირველებთან" განაცხადა.

აბესაძის თქმით, შეუძლებელია, ორ კვირაში ხარისხიანად დასრულდეს თითქმის ნახევარი სამუშაო და შესაძლოა საბოლოოდ ეს 18 მილიონი ლარიც გაფლანგული აღმოჩნდეს. 

წარმოუდგენელია, 9 თვის განმავლობაში დაიხარჯოს 12 მილიონი ლარი და ახლა, თბილისის მერი გვიმტკიცებდეს, რომ ორ კვირაში ის დახარჯავს თითქმის 18 მილიონ ლარს და კალაძე, რომელიც დღეს აბაკუნებდა თითებს, სურდა, მკაცრი და პასუხისმგებლიანი მერი გამოჩენილიყო, მთელი 9 თვის განმავლობაში რომ გამოფხიზლებულიყო, მთქნარების ნაცვლად რეალური ზედამხედველობა გაეწია თბილისის მერიას მიმდინარე სამუშაოებისათვის, დღეს ასეთი ფორსმაჟორული სიტუაცია არ გვექნებოდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ორ კვირაში ხარისხიანად დასრულდეს ის თითქმის ნახევარი სამუშაო, რომელიც წერეთლის გამზირზეა დარჩენილი. შეუძლებელია, რომ საბოლოოდ ეს 18 მილიონი ლარიც არ აღმოჩნდეს გაფლანგული, უხარისხდო შესრულებული სამუშაოების გამო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შესრულდეს თითქოს პრინციპული სიტყვა, რომელსაც 9 თის განმავლობაშ დაავიწყდა საკუთარი მოვალეობები და ახლა ცდილობს, ხალხს მოაჩვენოს კარგ მენეჯერად თავი", - აცხადებს ირაკლი აბესაძე. 

როგორც დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სულ რომ მას და მის თანამშრომლებს მოუწიოთ მუშაობა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ მოვლენები დედაქალაქის მერიაში გუშინ გვიან ღამით ელვის სისწრაფით გავითარდა.  ბერა ივანიშვილის მეგობარს წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია გადააბარეს. კახა კალაძემ სამ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულებები გაუწყვიტა. 

დოკუმენტების  მიხედვით,  კახა კალაძემ ჯერ კიდევ ზაფხულში იცოდა, რომ დაქირავებული კომპანიები სამუშაოებს არ ასრულებდნენ.

მსგავსი სიახლეები